Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

მიგრანტების გადარჩენის ოპერაცია ოინუსში და კეიპ ტაინაროსის დასავლეთით

გუშინ დღის მეორე ნახევარში, გადაზიდვების სამინისტროს სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ერთიანი ცენტრის კოორდინაციით, აკროტირი ტაინაროსის დასავლეთით საზღვაო ზონაში 36 მიგრანტის გადარჩენის და გამოყვანის ოპერაცია განხორციელდა, რომლებიც იტალიის დროშის ქვეშ მცურავ იალქნიან სატვირთო გემზე იმყოფებოდნენ.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად სანაპირო დაცვის გემი მივიდა. გადარჩენილთა შორის 19 მამაკაცი, 4 ქალი, 9 არასრულწლოვანი ბიჭი და 4 არასრულწლოვანი გოგონაა.

სატვირთო გემი კალამატაში ჩადგა, ხოლო მიგრანტები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, ნავით ჩამოსვეს და პორტში გადაიყვანეს.

ამასობაში, სანაპირო დაცვის საპატრულო კატერმა წუხელ კიდევ 19 მიგრანტი დააფიქსირა, რომლებიც  ჩქაროსნული ნავიით კუნძულ პანაგია ოინუსზე გადავიდნენ.

ნავსადგურის ცნობით, ჩქაროსნულმა ნავმა გაქცევა სცადა, თუმცა საპატრულო ეკიპაჟმა ის შეაჩერა, რის შემდეგაც 25 წლის უცხოელი დააკავეს.

მიგრანტები, 13 მამაკაცი, 4 ქალი და 2 ბავშვი სანაპირო დაცვის საპატრულო გემით, რომელიც შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად მივიდა, უსაფრთხოდ გადაიყვანეს ხიოსის პორტში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *