შაბათს, საბერძნთში, კუნძულ კოსზე დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი განსაკუთრებით საშიში 65 წლის ინგლისელი პედოფილი, რომელზეც ინტერპოლს დაკავების საერთაშორისო ორდერი ჰქონდა გაცემული, როგორც აღმოჩნდა ძებნილმა თავშესაფარი საბერძნეთში იპოვა.
65 წლის მამაკაცს ბრალი ედება გაერთიანებულ სამეფოში არასრულწლოვანი ბიჭების და გოგონების მიმართ განხორციელებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობა და ასევე სხვა სახის დანაშაულები.
უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი დაკავების შემდეგ, რომლებმაც ის კუნძულზე იპოვეს, 65 წლის პედოფილი კუნძულ როდოსზე, პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც უკვე დაიწყო გაერთიანებული სამეფოში მისი ექსტრადირების და ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებისთვის გადაცემის პროცესი.