Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საბერძნეთიUncategorized

Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც

Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც

სასამართლომ Marfin-ის ბანკზე 2010 წლის 5 მაისს გაჩენილი ხანძრის საქმეზე დაკავებული 46 წლის ბერძენი ქალის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ქალს გამოძიება თავდასხმაში მონაწილე პირების დახმარებას ედავება, თუმცა თავად ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვს.

46 წლის ქალი სამშაბათს, 11 აგვისტოს, გამომძიებელთან დაკითხვაზე გადაიყვანეს. მანამდე მისმა ადვოკატმა, კოსტას პაპადაკისმა, სასამართლოს მრავალგვერდიანი დაცვის მხარის შუამდგომლობა წარუდგინა. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქალის ყოფნას Marfin-ის ბანკთან თავდასხმის მომენტში.

დაკითხვისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ 2010 წლის 5 მაისს ათენში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობდა, თუმცა არ მონაწილეობდა ძალადობრივ ინციდენტებში. მისი თქმით, სხვა ბრალდებულებს მხოლოდ ანარქისტული წრეებიდან იცნობდა.

საქმეში დაცვის მხარის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს ფოტომასალისა და ციფრული მტკიცებულებების ანალიზი წარმოადგენს. ადვოკატის განცხადებით, პოლიციის მიერ ჩატარებული ფოტოგრაფიული ანალიზი პირის ზუსტ იდენტიფიცირებას არ ადასტურებს და მხოლოდ შეზღუდულ მსგავსებაზე მიუთითებს. დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ იგივე მასალები 2022 წელსაც იქნა შესწავლილი, რის შემდეგაც საქმე არქივში გადაიგზავნა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ახალი გარემოება, რომელმაც საქმის ხელახალი განხილვა გამოიწვია, ანონიმური ელექტრონული წერილია. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ წერილი ბუნდოვანია და მასში კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებები დეტალურად არ არის აღწერილი.

46 წლის ქალი საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთიდან ექსტრადიციის პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოიყვანეს. ის ლონდონის გეტვიკის აეროპორტში ინერტპოლის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე დააკავეს.

საქმეზე უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება კიდევ ორი, 42 წლის მამაკაცი, რომლებსაც თანამონაწილეობა ედებათ ბრალად. ისინი მალანდრინოსა და ნავპლიოს ციხეებში არიან მოთავსებულები.

Marfin-ის ტრაგედია 2010 წლის 5 მაისს მოხდა. ათენში, სტადიუს ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში გაჩენილ ხანძარს სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა: ანგელიკი პაპათანასოპულუ, რომელიც ოთხი თვის ორსული იყო, პარასკევა ზულია და ეპამინონდას ცაკალისი.

46 წლის ქალის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე უახლოეს დღეებში წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მისი თქმით, ბრალდებული გადაწყვეტილებით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ლონდონში მისი შვილი იმყოფება.

დაცვის მხარე კვლავ ამტკიცებს, რომ ქალი უდანაშაულოა და Marfin-ის ტრაგიკულ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონია. საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე სასამართლოს მიერ უნდა იქნეს მიღებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *