Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს

Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს

Marfin-ის ბანკზე 2010 წლის თავდასხმის საქმეზე დაკავებული 46 წლის ქალი, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით, სასამართლოში გადაიყვანეს. ბრალდებულმა სასამართლოსგან ჩვენების მისაცემად თარიღის გადავადება მოითხოვა, რომელიც დაუკმაყოფილდა. მას სამშაბათს, 11 აგვისტოს დაკითხავენ.

46 წლის ქალი საბერძნეთში დიდი ბრიტანეთიდან გადმოიყვანეს. ის ლონდონის გეთვიკის აეროპორტში დააკავეს, ინტერპოლის საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, როდესაც ათენში გამგზავრებას გეგმავდა. ბრალდებული წლების განმავლობაში ბრაიტონში ცხოვრობდა და დაკავებამდეც აცხადებდა, რომ მზად იყო საბერძნეთის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო.

მისი ადვოკატის განცხადებით, ქალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის თავდასხმაში მონაწილეობას დაადასტურებს. ადვოკატის თქმით, 2010 წლის საპროტესტო აქციაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მართლაც მონაწილეობდა, თუმცა არა იმ ადგილზე, სადაც ბანკზე თავდასხმა მოხდა.

გამოძიების ვერსიით, 46 წლის ქალს თავდასხმაში დამხმარე როლი ეკისრებოდა. საქმეზე ძირითად ბრალდებულებად ორი 42 წლის მამაკაცი ფიგურირებს, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. ერთ-ერთს თავდასხმის ორგანიზება, მეორეს კი ბანკის შენობაში მოლოტოვის კოქტეილების სროლაში უშუალო მონაწილეობა ედება ბრალად.

Marfin-ის ბანკზე 2010 წლის 5 მაისს განხორციელებულ თავდასხმას ძლიერი ხანძარი მოჰყვა, რომელსაც სამი ბანკის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმე საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის გამოძიებად რჩება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *