Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტზე, უცნაურ ვითარებაში გაუჩინარებული და ოთხი დღის შემდეგ ნაპოვნი ქალი, როგორც ირკვევა ხევში გადავარდა

გუშინ გავრცელებული უახლესი ინფორმაციით,  კრიტზე, უცნაურ ვითარებაში გაუჩინარებული ქალი, ელენი პრინიოტაკი, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად ლოკოკინების შესაგროვებლად წავიდა და უკვალოდ გაქრა,  ხოლო ოთხი დღის ძებნის შემდეგ იმავე ტერიტორიის მახლობლად იპოვეს საიდანაც გაუჩინარდა, როგორც საინფორმაციო  წყაროები იტყობინებიან,  მოულოდნელად ხევში გადავარდა.

მან გაჭირვებით  მოახერხა ხევიდან  ნაწილობრივ ამოსვლა ისეთ სიმაღლემდე,  რომ მისი ხმის გაგონება შესაძლებელი ყოფილიყო და  დახმარებას ითხოვდა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გაიგონა ქალის ძახილი და მაშველებს შეატყობინა, რის შემდეგაც ელენი პრინიოტაკი საჭირო სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *