ანტიკითირა:კუნძული ეგეოსის ზღვის პირას სადაც იდეალური სიმშვიდეა
ცხოვრება იზოლირებულ, ბერძნულ კუნძულ ანტიკითირაზე, რომელიც ეგეოსის ზღვაში, კრoტსა და პელოპონესის ნახევარკუნძულს შორის მდებარეობს, არც თუ ისე ადვილია, განსაკუთრებით ზამთარში, რადგან თითქმის ყველაფერი, რაც კუნძულზე რამდენიმე ათეულ მუდმივ მაცხოვრებელს სჭირდება, ნავით ჩადის, მათ შორის საკვები, რაც ზამთრის პირობებში ხანდახან შეუძლებელია, რადგან როცა ზღვა ღელავს პორტთან მიახლოება შეუძლებელია.
მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კუნძული უფრო მეტია, ვიდრე მთელი ეს უბედურება. ეს არის მიწიერი სამოთხე „მსოფლიოში არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ასეთი აბსოლუტური სიმშვიდე და მყუდროება“, ამბობს იანის ცინაკოსი, საბერძნეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი, რომელიც ახლა დროის უმეტეს ნაწილს ანტიკითირაზე ატარებს.
კუნძულს მხოლოდ ოცამდე მოსახლე შემორჩა. სკოლა, რომელიც ადრე ოცდაოთხი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო, მხოლოდ გასულ წელს გაიხსნა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ოჯახი ბავშვებთან ერთად კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლდ.
მოსახლეობის გაზრდის მიზნით, კუნძულმა წამოიწყო კამპანია მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადასახლდეს ამ სამოთხეში და მუდმივ საცხოვრებლად აქციონ.
კუნძულზე მხოლოდ ერთი კაფეა, რომელიც ღიაა მთელი წლის განმავლობაში. კაფე ფუნქციონირებს ასევე როგორც სასურსათო მაღაზია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კუნძულის მცხოვრებთა შეხვედრის ადგილია. აქვეა ადგილობრივი ჰოსტელი, რომელიც შედგება თხუთმეტი ოთახისგან და ხელმისაწვდომია ანტიკითირას ვიზიტორებისთვის.
ზაფხულის თვეებში კუნძულზე ადგილობრივი ფესვების მქონე ხალხი დასასვენებლად ბრუნდება შორეული ადგილებიდან – კერძოდ, ავსტრალიიდან, სადაც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ემიგრაციაში წავიდა მე-20 საუკუნის შუა ხანებში.
ტურისტები საბერძნეთიდან და საზღვარგარეთიდან ირჩევენ კუნძულს, როგორც იდეალურ ადგილს მშვიდი დასვენებისთვის.
ანტიკითირა ხასიათდება იშვიათი, ველური სილამაზით, დაბალი ბორცვებით, მდიდარი ფლორისა და ფაუნით, თვალწარმტაცი სამლოცველოებითა და გამოქვაბულებით. არსებობს მრავალი უძველესი ბილიკი შორ დისტანციაზე ფეხით სეირნობისთვის.
ანტიკითირაზე ასევე არის რამდენიმე ლამაზი, იზოლირებული ქვიშიანი და კენჭოვანი პლაჟი, მათ შორის ყველაზე პოპულარულია ქსეროპოტამოსი და კამარილა, რომლებიც მცირე მანძილზეა პორტიდან და მთავარი სოფლიდან, სახელად პოტამოსი.
საბერძნეთის კუნძულ ანტიკითირას აქვს მდიდარი უძველესი ისტორია, რომელიც უხსოვარი დროიდან მიდის. ცნობილია, რომ რომაელმა დამპყრობლებმა განდევნეს თავიანთი არასასურველი და დაუმორჩილებელი ქვეშევრდომები ანტიკითირადან, ხოლო მოგვიანებით კუნძული მეკობრეების თავშესაფრად იქცა.
მიუხედავად მთელი თავისი ხიბლისა, კუნძული ასევე ცნობილია როგორც მეოცე საუკუნეში გაკეთებული ორი ყველაზე ღირსშესანიშნავი არქეოლოგიური აღმოჩენის ადგილი.
საუკუნის პირველ წლებში აქ ზღვიდან ამოღებული იქნა არაჩვეულებრივი არქეოლოგიური ღირებულების ორი ბრინჯაოს ობიექტი : ცნობილი როგორც „ანტიკითირას ახალგაზრდობა,” გამოიყენებოდა ასტრონომიული და კალენდარული გამოთვლებისთვის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 80 წელს.
ეს ორი ფასდაუდებელი ობიექტი საბერძნეთის ისტორიიდან, საჩუქარი ეგეოსის ზღვის პირას მდებარე ამ პატარა ბერძნული კუნძულიდან, ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი.