Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიო

მექსიკა: ძლიერი აფეთქება ოფშორულ ნავთობსადენზე – ეკოლოგიური კატასტროფის შიში

ძლიერი აფეთქება მოხდა გუშინ მექსიკაში, ნავთობის მომპოვებელ ოფშორულ პლატფორმაზე, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულია.

ეს არის ნავთობის პლატფორმა, რომელსაც ფლობს მექსიკის სახელმწიფო კომპანია Petroleos Mexicanos, PEMEX, მექსიკის ყურის სამხრეთ ბოლოში, კამპეჩესა და ტაბასკოს სანაპიროებზე.

სოციალურ მედიაში ატვირთულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ უზარმაზარი პლატფორმა და მისი მილსადენები კვამლშია  გახვეული. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო და საზღვაო გემები მიცურდნენ.

პლატფორმაზე 328 ადამიანი მუშაობდა, თითქმის ყველა მათგანი სასწრაფოდ ევაკუირებულია.

კომპანია თავდაპირველად საუბრობდა 8 დაშავებულზე, 3 საკუთარ თანამშრომელზე და კიდევ 5 კერძო კომპანიის, რომელთანაც ის თანამშრომლობს პლატფორმაზე, ორი ადამიანი გარდაცვლილია.

მექსიკის ნავთობის წარმოების უმეტესი ნაწილი მოდის  ყურეში, არაღრმა წყლებში საბადოების ფუნქციონირებაზე, თუმცა აღნიშნულმა საბადოებმა ბოლო წლებში რამდენიმე ინდუსტრიული უბედური შემთხვევა განიცადეს.

2010 წელს ამავე ნავთობის პლატფორმაზე მიმხდარმა კატასტროფამ გამოიწვია მასიური ნავთობის დაღვრა მექსიკის ყურეში და ეკოლოგიური ზიანი მიაყენა გარემოს.

ასევე 24 თებერვალს, ათზე მეტმა  მუშაკმა მიიღო დამწვრობა, როდესაც ორი ხანძარი გაჩნდა.

მექსიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანიის ინფრასტრუქტურა ქურდობის სამიზნეც ხშირად ხდება.

2019 წლის იანვარში ნავთობსადენის აფეთქების და ხანძრის შედეგად დაიღუპა 137 ადამიანი. ხელისუფლებამ ტრაგედია საწვავის მოსაპარად წასულ მოქალაქეებს დააბრალა, რადგან მილსადენში გაჟონვა დაფიქსირდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *