არტა: ანაფილაქსიური შოკი გახდა 28 წლის ორსული ქალის გარდაცვალების მიზეზი
არტა: ანაფილაქსიური შოკი გახდა 28 წლის ორსული ქალის გარდაცვალების მიზეზი
არტას საავადმყოფოს პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 28 წლის ორსული ქალის გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რაც ანტიბიოტიკის მიღებამ გამოიწვია.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეორე ბავშვზე იყო ორსულად, საავადმყოფოში განთავსებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი 28 წლის სპირიდულაა, რომელიც საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში კვირას, ღამის 23:00 საათზე მივიდა. პაციენტს აღენიშნებოდა სისხლდენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ნაყოფს, რომელსაც მუცლით ატარებდა. გინეკოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საშოდან იყო სისხლდენა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ექიმებმა პაციენტის კლინიკაში დატოვება და მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა. ანტიბიოტიკის მიღების დროს პაციენტს ანაფილაქსიური შოკი დაემართა. ექიმებმა გაუწიეს ქალს პირველადი დახმარება და შემდგომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვალების გარემოებების დასადგენად.
