Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა

ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა

ენდომეტრიოზი დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ენდომეტროიდულ წარმონაქმნებს უმეტესად უკონტურო ინფილტრატის ფორმა აქვს, ზოგჯერ კი კვანძს ან სქელი, ყავისფერი სითხით სავსე კისტურ წარმონაქმნს წააგავს.

ენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. არსებობს მისი განვითარების რამდენიმე თეორია, მაგრამ დაავადების პათოგენეზს სრულყოფილად ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის.

ენდომეტრიოზის მთავარი სიმპტომია მცირე მენჯის ღრუში ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე და გასტანს მენსტრუალური ციკლის პერიოდში. ენდომეტრიოზზე ეჭვი უნდა მიიტანონ ქალებმა რომლებსაც აღენიშნებათ ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი სიმპტომი:

  • მენჯის ქრონიკული ტკივილი
  • მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ტკივილი (დისმენორეა), რომელიც გავლენას ახდენს პაციენტის ყოველდღიურ აქტივობებსა და ცხოვრების ხარისხსზე
  • ღრმა ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს ან შემდეგ
  • მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ან ციკლური გასტროინტესტინური პრობლემები, კერძოდ მტკივნეული დეფეკაცია
  • საშარდე სისტემის მენსტრუალური ან ციკლური სიმპტომები, კერძოდ სისხლი შარდში ან მტკივნეული შარდვა
  • ზემოთ მოცემულ ერთ ან ორ ფაქტორთან ასოცირებული უშვილობა
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *