Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა

ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა

კვირას, 19 აპრილს შუადღეს კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ირაკლიოში სკოტინოსის სამრევლოს სტიქაროსანი, რომელიც ეკლესიისკენ მიემართებოდა, ავტომანქანით ხრამში გადავარდა.

სტიქაროსანი წმინდა პარასკევის სამლოცველოსკენ მიემართებოდა დაგეგმილ საღვთო ლიტურგიაზე საეკლესიო ნივთების: სახარება, წმინდა ჭურჭელი, ფსალმუნების მისატანად.

დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე დაახლოებით ერთნახევარი კილომეტრის მოშორებით, სტიქაროსანმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჩიხში გადავარდა. 

როდესაც მამაომ და ადგილობრივი კულტურული ასოციაციის წევრებმა სტიქაროსანი ეკლესიაში ვერ იპოვეს ძებნა დაუწყეს, სოფელში გაბრუნებისას კი კლდეზე, ჩიხში გადავარდნილი მანქანა შენიშნეს, რომელში ახალგაზრდა კაცი იყო გაჭედილი. 

ავტომანქანა კლდის ფერდობიდან ამწეს დახმარებით ამოიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სტიქაროსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *