ატიკა: 703 დაშავებული და 11 გარდაცვლილი ივლისში მომხდარი 531 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
ატიკა: 703 დაშავებული და 11 გარდაცვლილი ივლისში მომხდარი 531 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
აღმაშფოთებელია საბერძნეთის საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ივლისის თვის შედეგები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება.
11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 703 კი დაშავდა (რომელთაგანაც 14 მძიმედ, ხოლო 689 მსუბუქად იყო დაშავებული) ივლისის თვეში მომხდარმა 531-მა ავტოსაგზაო შემთხვევამ მხოლოდ ატიკას ტერიტორიაზე.
ატიკას საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში იყო გაუფრთხილებლობა, საგზაო ნიშნებისა და წესების დარღვევა და მოტოციკლეტების შემთხვევაში ჩაფხუტის არ ტარება.
Facebook Comments Box
