Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო ათენის აეროპორტმა 45 ფრენა გააუქმა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო ათენის აეროპორტმა 45 ფრენა გააუქმა

საჰაერო მიმოსვლის პრობლემები ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო კიდევ უფრო გამწვავდა. 

დაბომბვის შედეგად დაზიანებული აეროპორტები საერთაშორისო მნიშვნელობის არის, რადგან მსოფლიო მასშტაბით მრავალ მიმართულებას აკავშირებენ ერთმანეთთან. 

საუბარი გვაქვს დუბაის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე აეროპორტია და 2025 წელს 95 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო. ემირატები ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც ათენს აშშ-სთან აკავშირებს. 

ინდოეთი საერთაშორისო კავშირის თვალსაზრისით ნომერ პირველი ბაზარია 11.9 მილიონი მოგზაურით, ხოლო ლონდონი ნომერ პირველი ურბანული მიმართულებაა 3.9 მილიონი მგზავრით 2025 წლისთვის.

ათენის აეროპორტ „ელეფთერიოს ვენიზელოსში“ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო დღევანდელი მონაცემებით 45 რეისი გაუქმდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვარებს ირანში მყოფი ბერძნების სამშობლოში დაბრუნების საკითხს, რისთვისაც შესაბამისი პლატფორმები უკვე გახსნილია.

ეგეოსის ავიახაზებმა დღეისთვის 10 ფრენა გააუქმა თელავივის, ერბილის, დუბაის, აბუდაბის მიმართულებით და კიდევ 10 ფრენის გაუქმებას აპირებს 2 მარტისთვის. 

ფრენებს აუქმებს SKY Express-იც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *