Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პლაკიას: ტემბის საკითხის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება არ არის სწორი  

პლაკიას: ტემბის საკითხის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება არ არის სწორი  

ტემბის ტრაგედიაში დაღუპილი 3 გოგონას ოჯახმა კალაბაკაში გაიმართულ ღონისძიებაზე განცხადება გააკეთა.

პლაკიასის ოჯახმა 3 შვილი დაკარგა: ტყუპები: ხრისა და თომი პლაკიასები ნიკოს და სოფიას პლაკიასების შვილები და დიმიტრის პლაკიასის შვილი ანასტასია-მარია.

გულისამაჩუყებელი იყო ნიკოს პლაკიასის გამოსვლა: “3 წელი გავიდა და პასუხისმგებლობა ჩვენს მხრებზეც კი გადმოვიდა. შეცდომაში შეგვიყვანა იმან, რომ უნდა გამოგვეძიებინა მომხდარი, რომ უნდა გაგვესაჯაროებინა თითოეული დეტალი. გამუდმებული უთანხმოება ნათესავებს, იურისტებს, მკვლევარებს შორის და აზრთა სხვადასხვაობა დამღუპველი აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა სწორი გზიდან გადაგვიყვანა და მიზანი და აზრი დავკარგეთ. სხვადასხვა ფერებად დაგვყვეს, პოლიტიკურ ფერებად. მატარებელიც შეღებეს: მწვანედ, წითლად, შავად, ლურჯად.. ყველა იმფრად გვღებავს რა ფრადაც აწყობს. ხელის დაფარებები, ექსპლუატაცია.. ტემბის საკითხის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება არის ყველაზე დიდი შეცდომა.

თქვენი მხარდაჭერა დაგვჭირდება სასამართლოებში. ჩვენ პროცესზე მოგვიწევს ყოფნა, ხოლო თქვენგან მხარდაჭერა სასამართლოების ეზოებიდან იქნება შეუცვლელი. სწორედ ასე შევძლებთ პასუხი აგონ დამნაშავეებმა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *