Latest news
ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც... არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ...
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთიკრიმინალი

ბაბის ანაგნოსტოპულოსი: წერილი, რომელიც პილოტმა გაუგზავნა ქეროლაინის დედას

წერილი, რომელიც ცოლის, ქეროლაინ კრაუჩის გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულმა პილოტმა ციხიდან გაუგზავნა ქეროლაინის დედას, პირველად ჩნდება დღის სინათლეზე.

აღნიშნულ წერილში ის საუბრობს ახალ ვერსიაზე იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს სახლში, სადაც ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობდა.

ამ წერილში, რომელიც არ ყოფილა სასამართლოზე წარდგენილი, პილოტი აცხადებს, რომ მან გააკეთა ცუდი არჩევანი ქეროლაინის მკვლელობამდე ექვს თვით ადრე, რაც მათ საბოლოოდ ძვირად დაუჯდათ.

ის ამტკიცებს, რომ პირებმა, რომელთა ვინაობასაც არ ასახელებს სთხოვეს…რაღაც ძალიან საშიში და სარისკო სამუშაოს შესრულება ძალიან კარგი ფულადი ანაზღაურებით. პილოტი აცხადებს, რომ ბოლო მომენტში ის წინააღმდეგი წავიდა ამ საქმის შესრულების და დამკვეთებს საბოლოოდ უარი უთხრა, რის გამოც მასზე შურისძიება გადაწყვიტეს.

“იმ ღამეს მოვიდნენ სახლში რომ უკან წაეღოთ თანხა, რომელიც ამ საქმის შესრულებისთვის გადამიხადეს და დანარჩენი უკვე იცით. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემ თვალწინ დაინგრა, დილის 4 საათზე მარტო დავრჩი, ვტიროდი და ვფიქრობდი შვილზე, რადგან ისინი დამემუქრნენ, თუ ქეროლაინის მკვლელობას ჩემს თავზე არ ავიღებდი, ისინი მოკლავდნენ ყველას ვინც მე მიყვარს, მათ შორის ჩემ შვილს.”- წერს პილოტი.

ის ასევე აცხადებს, რომ ვერ დაინახა უშუალოდ ვინ ჩაიდინა ქეროლაინის მკვლელობა, რომ შეეშინდა, არ უნდოდა ბავშვისთვის რამე დაეშავებინათ და ამიტომ მოაწყო ყაჩაღობის ინსცენირება.

“ვიცი, რომ მკვლელები ახლა ალბათ ქვეყნიდან არიან გასული, მაგრამ მე ვერ გავრისკავდი, რომ ვინმე დაშავებულიყო. მე ვერ დავიცავი ქეროლაინი, მაგრამ მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩვენს ქალიშვილს რამე დაემართოს.”- ნათქვამია წერილში.

შემდეგ ის აღნიშნავს, რომ მან აღიარა დანაშაული რომელიც არ ჩაუდენია, რადგან მას რეალური მკვლელები დაემუქრნენ, თუ თავის თავზე არ აიღებდა ცოლის მკვლელობას, შვილსაც მოუკლავდნენ.

” მე მივეცი მათ რაც უნდოდათ, მე ვაღიარე დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია, არავის აინტერესებს, რომ მე დავიბრალე ის, რაც არ გამიკეთებია. შენ ხარ ერთადერთი ადამიანი ვინც ნამდვილად იცის რას ვგრძნობ.. ღრმად ვწუხვარ იმ გაუსაძლისი ტკივილის გამო, რომელსაც განიცდი.”- მიმართავს ის წერილში ქეროლაინის დედას და აქვე მიუთითებს თუ როგორ აღზარდოს მისი შვილი, პატარა ლიდია.

“ლიდიას არაფერი დაუშავებია და ჩვენ ვალდებულნი ვართ მას მივცეთ ყველაფერი. მას არ შეუძლია ათენის სკოლაში სწავლა, მაგრამ არაუშავს, ახლა მინდა ბედნიერი იყოს, კარგი ბავშვობა ჰქონდეს. მე გენდობი შენ და ვენდობი ჩემს მშობლებს, ვიცი როგორ გიყვარს იგი. ძალიან მენატრება. უბრალოდ უთხარი, რომ მე ის ძალიან მიყვარს. გაუფრთხილდი საკუთარ თავს და ლიდიას.”

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *