Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პატრაში ფასიანი ტელევიზიის “მეკობრეების” დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

საბერძნეთი: ქალაქ პატრას უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ, ხუთშაბათს (28/9) განახორციელეს ფასიანი საკაბელო ტელევიზიის “მეკობრეების” წრედის დემონტაჟი, რომელთაც მათ მიერ შექმნილი თაღლითური სქემის გამოყენებით მოახერხეს დაახლოებით 25 მილიონი ევროს მოგების მიღება.

კერძოდ, პოლიციამ მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ მოახერხა რვა წლის წინ ჩამოყალიბებული თაღლითური ორგანიზაციის დემონტაჟი, ორგანიზაციის ყველა წევრის იდენტიფიცირება და დაკავება, ასევე მათი მოქმედების სქემის სრულად გამოკვეთა.

შეგროვებული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ჯგუფმა მიიტაცა სააბონენტო სატელევიზიო არხების ( Nova  და Cosmote) სიგნალები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და დეკოდირების მეშვეობით შესთავაზა მომხმარებელს მათი შინაარსის უკანონო გადაცემა 10-15 ევროდ.

მათ ჰყავდათ ტექნიკური დახმარების ჯგუფიც იმ შემთხვევაში, როცა სიგნალი წყდებოდა ან რაიმე პრობლემა იქმნებოდა, ჯგუფი აგვარებდა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. ისინი აქტიურობდნენ, როგორც საბერძნეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.-აცხადებენ ძალოვანი წყაროები.

საქმეზე 10 ადამიანი დააკავეს, ცხრა ბერძენი და ერთი უკრაინელი, მათშორის ჯგუფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები, მოლარეები, რგოლის მიერ გამოყენებული ვებსაიტების ადმინისტრატორები და ა.შ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *