ბერძნული პერიპტეროები შეიძლება სულ მალე ისტორიას ჩაბარდეს
ჯიხური ან „პერიპტერო“, როგორც მას ბერძნები უწოდებენ, საბერძნეთში ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სადაც იყიდება ყველაფერი, გაზეთებიდან და სიგარეტიდან დაწყებული, საკვებით, გამაგრილებელი სასმელებით და ნაყინით დამთავრებული. თუმცა, ეკონომიკურმა კრიზისმა, პანდემიამ და მომხმარებელთა ახალმა ჩვევებმა ჯიხურებს ნელნელა დაუკარგა აქტუალურობა და სავარაუდოდ ისინი მალე ისტორიას ჩაბარდებიან.
საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, საგაზეთო ჯიხური საბერძნეთის სინონიმი იყო- სამეზობლოს შეხვედრის ადგილი დიდ ქალაქებში თუ პატარა სოფლებში. ეს ის ადგილია, რომელსაც ბერძნები დღეში ერთხელ მაინც სტუმრობენ სიგარეტის საყიდლად ან სიახლეებისა და ინფორმაციის ყოველდღიური დოზის მისაღებად. ბავშვებისთვის, ეს არის ადგილი, სადაც ისინი იღებენ ტკბილეულს და შოკოლადის ფილებს.
პერიპტეროს მფლობელი რამდენიმე როლს ასრულებს. ის არის ინფორმაციის ცენტრი კიოსკის გარე რადიუსისთვის. მან ასევე შეიძლება იცოდეს ყველა სამეზობლო ჭორი და შეიძლება ჩაითვალოს კერძო დეტექტივად, ფსიქოანალიტიკოსად, გაზეთების გამყიდველად, სპორტულ გურუდ, პოლიტიკურ ანალიტიკოსად ან ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, კეთილდღეობის დროს, წარმატებულ ბიზნესმენადაც.
დღესდღეობით, საბერძნეთში არსებული 9904 ჯიხურიდანმხოლოდ 4985 რჩება ღია ბიზნესისთვის. მათგან ათასი ოფიციალურად ათენის მუნიციპალიტეტშია, თუმცა ამჟამად მხოლოდ ოთხასი მუშაობს. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოცდარვა ჯიხური დახურა, ძირითადად ცენტრალურ ადგილებში.
ადამიანთა ცხოვრებისეული ჩვევების შეცვლამ ასევე იმოქმედა ჯიხურებზე. ბევრმა ბერძენმა მიატოვა მოწევა ფინანსური პრობლემების გამო, ასევე ბევრმა ადამიანმა საერთოდ შეწყვიტა პერიპტეროში სიარული გაზეთებისა და ჟურნალების შესაძენად, რადგან დღეს ხალხი უფრო სწრაფად იღებს ინფორმაციას ინტერნეტით სრულიად უფასოდ.
უბნებში ჯიხურის მფლობელი პატივსაცემი და მიღებული პიროვნება იყო. მას აცნობდნენ ყველა ჭორსა და ამბებს გარშემო. მას არსებითად შეეძლო ხალხთან საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის სპორტულ და პოლიტიკურ მოვლენებზე.
