Latest news
ლიკავიტოს ბორცვზე ცხედარი იპოვეს ავტომობილების ქურდების ახალი საზაფხულო ხრიკი ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ბერძნული კალმარი Taste Atlas საუკეთესო კერძებს შორის მეორე ადგილს იკავებს

ბერძნული კალმარი Taste Atlas საუკეთესო კერძებს შორის მეორე ადგილს იკავებს

Taste Atlas-ის ახალმა რეიტინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კალმარის კერძები მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხმელთაშუა ზღვის ტავერნებიდან დაწყებული, აზიური ქუჩის საკვებით დასრულებული.

პირველ ადგილზე თურქული კერძი „Kalamar Tava“ გავიდა, რომელმაც 5-დან 4.5 ქულა მიიღო. აღნიშნული კერძი მზადდება რგოლებად დაჭრილი კალმარისგან, რომელსაც რძეში ალბობენ, შემდეგ ფქვილისა და სოდის ნაზავში ავლებენ და წვავენ. კერძს ხშირად ლიმონთან და სპეციალურ თურქულ სოუსთან ერთად მიირთმევენ.

მეორე ადგილი საბერძნეთის ცნობილ „შემწვარ კალმარებს“ ერგო, რომლებმაც 4.4 ქულა დაიმსახურეს. ეს კლასიკური ბერძნული კერძი მზადდება კალმარის რგოლებისა და საცეცებისგან, რომლებსაც ფქვილში ავლებენ და წვავენ სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. ტრადიციულად მას ლიმონითა და ოხრახუშით მიირთმევენ.

რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდა ესპანური „Rabas“, ჩინური „Jiao yan you yu“ — მარილიანი და წიწაკიანი კალმარი, ავსტრალიური „Salt and Pepper Calamari“, ასევე იაპონური სუშისა და ქუჩის საკვების სხვადასხვა ვარიანტები.

სია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კალმარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღვის პროდუქტია მსოფლიოში და სხვადასხვა კულტურაში სრულიად განსხვავებული, მაგრამ უნიკალური გემოთი მზადდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *