Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 

საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 

საბერძნეთის უმაღლესი მწვერვალი, ოლიმპოს მთა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ერთხმად შეიტანეს, როგორც განსაკუთრებული ბუნებრივი და კულტურული ღირებულების ძეგლი. გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაზე, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიიღეს.

ოლიმპოსი, რომლის სიმაღლე 2 918 მეტრია, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, თორმეტი ოლიმპიელი ღმერთის, მათ შორის ზევსის, საცხოვრებელ ადგილად ითვლება. იუნესკომ აღნიშნა, რომ მთა უნიკალურ ბუნებრივ გარემოს, მდიდარ ბიომრავალფეროვნებასა და მსოფლიო კულტურისთვის განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას აერთიანებს.

საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ლინა მენდონიმ განაცხადა, რომ ეს აღიარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს საბერძნეთის ძალისხმევას კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

ოლიმპოსის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანა საბერძნეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. საბერძნეთს ამჟამად იუნესკოს სიაში 21 ობიექტი აქვს, მათგან კი ოლიმპოსი, მეტეორასთან და ათონის მთასთან ერთად ერთ-ერთია იმ იშვიათ ძეგლებს შორის, რომელსაც ერთდროულად ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *