Latest news
ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ
შაბათი, აგვისტო 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს

ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს

ატიკის რეგიონში გრძელდება სისტემატიური შეწამვლები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წინა წლებთან შედარებით, 30%-ით გაზარდა, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მეთოდებით. მიზანია კოღოების რაოდენობის შემცირება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.

რეგიონული ხელისუფლება კოღოების გავრცელებას მთელი ატიკის მასშტაბით აკვირდება და სამუშაოებს თითოეული ტერიტორიის საჭიროების მიხედვით გეგმავს. პროგრამაში ჩართულია ბენაკის ფიტოპათოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც კოღოების სისტემატურ მონიტორინგსა და კვლევას ახორციელებს. მიღებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება, სად და როდის არის საჭირო დამატებითი შეწამვლა.

ატიკის რეგიონში აცხადებენ, რომ წელს კოღოების წინააღმდეგ უფრო მეტი ღონისძიება გატარდა, ვიდრე წინა წლებში. 30%-იანი ზრდა გათვალისწინებულია 2027–2029 წლების ახალ სამწლიან პროგრამაშიც, რომლისთვისაც სატენდერო პროცესი უკვე მიმდინარეობს.

ატიკის რეგიონის გუბერნატორის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ ნილოსის ვირუსის შემთხვევებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების ფონზე.

მოსახლეობას კოღოებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალების ნახვა სპეციალურ პლატფორმაზე attica-mosquito.gr და ატიკის რეგიონის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *