Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში 44 ხანძრის კერა გაჩნდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში 44 ხანძრის კერა გაჩნდა

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯამში 44 ხანძრის კერა დაფიქსირდა 5 აგვისტოს საღამოს 6 საათიდან 6 აგვისტოს საღამოს 6 საათამდე. 44 ხანძრიდან 36-ის გამკლავება დაუყოვნებლივ მოხერხდა, ხანძრის კერის გაღვივებიდან მალევე. თუმცა დარჩენილი 8 ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო სამსახური ამ დრომდე მუშაობს.

პარალელურად ადგილობრივი საგამოძიებო დანაყოფები ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების სამმართველოს ჯგუფებთან თანამშრომლობით ცეცხსლი გაჩენის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ. ასევე მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით შემოწმებები რის შედეგადაც, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო მოქალაქეებს ოთხი ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ.

5 აგვისტოს კუნძულ ხიოსზე ნარჩენების დაწვისთვის ადგილობრივ მაცხოვრებელს 3 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. იმავე დღეს, ილიას რეგიონში, პიროსის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყის ზონაში გრილის გამოყენებისთვის მამაკაცი 1 968,75 ევროთი დაჯარიმდა.

6 აგვისტოს კი პიერიის რეგიონში, კატერინის მუნიციპალიტეტში, ნარჩენების დაწვის გამო მოქალაქეს 2 578,12 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ასევე, დრამას მუნიციპალიტეტში იმავე დარღვევისთვის კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი 2 812,50 ევროთი დააჯარიმეს.

საბერძნეთის სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს მკაცრად დაიცვან ხანძარსაწინააღმდეგო წესები და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *