Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ვულიაგმენი: ორსული პარტნიორის ცემისთვის 48 წლის მამაკაცი დააკავეს

კვირას (29/10) დილით პოლიციის თანამშრომლებმა ვულიაგმენში ორსული პარტნიორის სასტიკი ცემის ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ცნობილი ბიზნესმენის ოჯახის წევრია.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ქალი დაუკავშირდა პოლიციას და შეატყობინა, რომ მისმა 48 წლის პარტნიორმა კვირას, ღამის 12 საათის შემდეგ, ის მანქანაში მუშტებით და წიხლებით სასტიკად სცემა.

პოლიციამ 48 წლის მამაკაცი ბარში იპოვა და დააკავა, რის შემდეგაც მან თავის მხრივ შეიტანა სარჩელი პარტნიორის წინააღმდეგ შეურაცხყოფის, სხეულის დაზიანების და მუქარის ბრალდებით.

დაკავებული მამაკაცი პოლიციაში გადაიყვანეს, საიდანაც  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ქალს კი სავარაუდოდ ექსპერტიზა ჩაუტარდება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *