Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

გამომიგზავნე ტანსაცმელი და ფული – შეტყობინება, რომელიც სოფია პოლიზოღოპულუმ მოძალადე ქმრისგან მიიღო

გამომიგზავნე ტანსაცმელი და ფული – შეტყობინება, რომელიც სოფია პოლიზოღოპულუმ მოძალადე ქმრისგან მიიღო

სოფია პოლიზოღოპულუმ საჩივარი შეიტანა არამხოლოდ აპოსტოლოს ლიტრასის წინააღმდეგ, არამედ მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგაც, რომელიც გუშინ ღამით სოფიასთან სახლში მის უფროს ქალიშვილთან ერთად და ადვოკატთან ერთად მივიდა რათა წამოეღო ლიტრასის პირადი ნივთები. აღნიშნული პირების სახლში სტუმრობამ ძალადობის მსხვერპლის აღელვება გამოიწვია და მას გულიც კი წაუვიდა. სოფია პოლიზოღოპულუ აცხადებს, რომ ლიტრასმა მას მუქარის წერილი გაუგზავნა სადაც სთხოვს რომ გაუგზავნოს ფული და ტანსაცმელი.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, რომელმაც ANT1-სთან ისაუბრა, საქმე აღიძრა როგორც ცნობილი კრიმინოლოგის ასევე მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ. გაცემულია ბრძანება აპოსტოლოს ლიტრასის დასაკავებლად, ხოლო მის ყოფილ მეუღლეს კი გადაიყვანენ დაკითხვაზე.

ძალადობის მსხვერპლმა საჩივარი სასამართლოს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდენის დარღვევისთვის შეიტანა. სოფია ირწმუნება, რომ მოძალადისგან მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება. პოლიზოღოპულუ აცხადებს რომ ლიტრასმა არამხოლოდ დაარღვია შემაკავებელი ორდენის პირობები, არამედ არ გადაუცია მისთვის სახლის გასაღები, რომელშიც ახლა ძალადობის მსხვერპლი ცხოვრობს.

საჩივრის შეტანის შემდეგ პოლიციამ ლიტრასი ვერც სახლში იპოვა და რამდენადაც პრესისთვის ცნობილია ბრალდებული არც პოლიციის ზარებს პასუხობს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *