Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღეიდან კატერინის ბულვარში პოლიციელები ველოსიპედებით პატრულირებას იწყებენ

დღეიდან კატერინის ბულვარში პოლიციელები ველოსიპედებით პატრულირებას იწყებენ

საბერძნეთის ქალაქ კატერინის სანაპირო ზონაში ველოსიპედიანი პოლიციელები ზაფხულის სეზონისთვის პატრულირებას კვლავ შეუდგნენ. ინიციატივის მიზანია უსაფრთხოების გაძლიერება, პოლიციის უფრო თვალსაჩინო ყოფნა და მოქალაქეებისა და ტურისტების სწრაფი მომსახურება.

პატრულირება დღეიდან დაიწყო და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. პოლიციელები დილიდან გვიან საღამომდე იმოძრავებენ სანაპირო ტერიტორიაზე, რათა სწრაფად მოახდინონ რეაგირება მცირე სამართალდარღვევებსა და სხვადასხვა ინციდენტზე.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ველოსიპედიანი პატრულების მთავარი ამოცანა ტურისტებისა და ვიზიტორების დახმარება, მათთვის საჭირო ინფორმაციისა და მიმართულებების მიწოდება, სხვა სამსახურებთან თანამშრომლობა ტურისტული ხასიათის პრობლემების გადასაჭრელად და საზოგადოებრივი წესრიგის ეფექტიანი დაცვაა.

პროგრამა მიზნად ისახავს როგორც უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ისე ტურისტებისთვის უფრო კომფორტული და მეგობრული გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც სანაპირო ზონებში დამსვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *