Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვეგანებმა სინდაგმაზე საპროტესტო აქცია გამართეს – დემონსტარნტები სააღდგომოდ ცხვრებისა და თხების დახოცვას აპროტესტებენ

ვეგანებმა სინდაგმაზე საპროტესტო აქცია გამართეს – დემონსტარნტები სააღდგომოდ ცხვრებისა და თხების დახოცვას აპროტესტებენ

საპროტესტო მშვიდობიანი აქცია გამართეს ვეგანებმა სინდაგმაზე. აქციის მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს ცხვრისა და თხის ხორცის ურიცხვი რაოდენობით მოხმარება სააღდგომო პერიოდში.

აქციას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია Vegan Life-მა გაუწია. “ხოცვა-ჟლეტვა სიყვარყლი არ არის” – აცხადებნენ დემონსტრანტები აქციაზე, რომელიც 18:30 საათზე დაიწყო. 

“Vegan Life არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საბერძნეთში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. უკვე მეოთხედ იმართება მსგავსი ტიპის საპროტესტო აქცია, რათა დავიცვათ ცხვრებისა და თხების უფლებები. 2 მილიონზე მეტ ცხოველს სააღდგომოდ ჩეხავენ და ყიდიან. ჩვენ კი გვსურს ხალხს მოვუწოდოთ გამონახონ გზა გაატარონ ერთად დღესასწაული ისე, რომ ცხოველებს არ ატკინონ.” – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელენი სტურნამ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *