Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

აღდგომა: ფოიერვერკის სროლისას ბავშვები და მოზარდები დაშავდნენ

აღდგომის დღესასწაულის ფოიერვერკებით აღნიშვნას არც ამჯერად ჩაუვლია უმსხვერპლოდ.

შუშხუნების სროლისას დაშავებულთა შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილებიც.

სულ მცირე 8 დაშავებული გადაიყვანეს ქვეყნის საავადმყოფოებში.

მათ შორის ერთი, 27 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში  იმყოფება.

სულ მცირე, სამ ბავშვს დასჭირდა  კიდურის ამპუტაცია, ხოლო 7 წლის ბავშვი ჰოსპიტალიზირებულია სხეულის მძიმე დამწვრობით.

პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით გადაიყვანეს ლეონიდიოს საავადმყოფოში ოთხი მამაკაცი, რომელთაც ასევე სხეულის დამწვრობა აღენიშნებოდათ.

მძიმე  შედეგები გამოიწვია აღდგომის ღამეს არასრულწლოვანთა შორის გამართულმა თამაშებმა, როდესაც ისინი  პიროტექნიკას ერთმანეთის მიმართულებით ისროდნენ.

შედეგად ერთ- ერთ  დაზარალებულს, 13 წლის ბიჭს თითის ამპუტაცია ჩაუტარდა.

მსგავსი ფორმით მიყენებული დაზიანებებით სანაპირო დაცვის გემით ათენში გადაიყვანეს 14 წლის გოგონაც, რომელსაც მარცხენა ხელზე  და ნეკნებზე აღენიშნებოდა დამწვრობა.

ექიმების  განმარტებით  დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ჩანს, მიუხედავად სპეციალური სამსახურების მიერ მიღებული ზომებისა,  საშიში პიროტექნიკა ლეგალურად თუ არალეგალურად მაინც იყიდება და ყოველ წელს სავალალო შედეგებს იწვევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *