ვის ეკუთვნის კომპენსაცია სათვალის ან ლინზების შეძენის შემთხვევაში
ვის ეკუთვნის კომპენსაცია სათვალის ან ლინზების შეძენის შემთხვევაში
ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია სახელმწიფო დაზღვევის მქონდე პირებს ფინანსური კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს სათვალის ან კონტაქტური ლინზების შეძენის შემთხვევაში. აღნიშნულ პროდუქტებში გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნება ელექტრონული განცხადებების გაკეთების შედეგად ხდება ორგანიზაციის ვებსაიტის მეშვეობით.
თანხა კი, რომელიც დაზღვეულ პირს ეკუთვნის განაცხადის გაკეთების შემდეგ მის ბანკის ანგარიშზე აისახება.
ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია 100 ევრომდე თანხას ანაზღაურებს სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირთათვის.
სათვალეების ჩარჩოს გამოცვლა კომპენსაციის მიღებით შესაძლებელია ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო ლინზების 2 წელიწადში ერთხელ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არის შესაძლებელი ლინზებისა და სათვალეების შეძენისას ორივე პროდუქტისთვის კომპენსაციის მიღება.
ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია კომპენსაციას აძლევს შემდეგ სალაროებში დაზღვეულ მოსახლეობას: ΙΚΑ , ΟΓΑ, ΟΑΕΕ, ΟΠΑΔ, ΤΥΔΚΥ, ΝΑΤ, ΤΑΥΤΕΚΩ, ΕΤΑΑ, ΕΤΑΠ-ΜΜΕ, ΛΙΜΕΝΙΚΟ.
რა არის საჭირო კომპენსაციის მისაღებად განაცხადის შესავსვებად?
- Taxisnet-ის კოდები,
- ამკა,
- სათვალის ან ლინზების შეძენის ქვითარი,
- სათვალის მაღაზიიდან ცნობა,
- ცნობა ბანკიდან, რომელზეც აღნიშნულია პირის საბანკო ანგარიში IBAN-ი
- მობილურის ნომერი
განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ აქ: https://eopyy.gov.gr/
