Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება

სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება

სოციალური პროგრამა “ძიძები სამეზობლოდან” ამოქმედებას იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია ntantades.gov.gr ვებსაიტზეა შესაძლებელი. 

აღნიშნული სოციალური პროგრამის მიზანია დიასახლისები დაუბრუნდნენ პროფესიულ საქმიანობას. იმისთვის რომ ზემოთაღნიშნულის შესაძლებლობა მიეცეთ დიასახლისებს სახელმწიფო გასცემს ვაუჩერებს, რომლებითაც მშობლები ძიძებისთვის ანაზღაურების გადახდას შეძლებენ.

აღნიშნული სოციალური პროგრამა საპილოტე რეჟიმში უკვე 62 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ახლა უკვე მზად არის სრულიად საბერძნეთის მასშტაბით შევიდეს ძალაში.

ვაუჩერის მისაღებად რეგისტრაცია შეუძლიათ დედებს, რომლებსაც ჰყავთ 2 თვიდან 2,5 წლამდე ასაკის ბავშვები და მამებს, რომლებსაც სრული მეურვეობა აქვთ შვილებზე. განმცხადებლების წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 24 000 ევროს.

ვაუჩერი არის 500 ევროს ღირებულების დედებისთვის, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ხოლო 300 ევროს ოდენობის თვეში მათთვის, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. დედებისთვის, რომლებიც ამჟამად უმუშევრები არიან და ეძებენ სამსახურს, ასევე 300 ევროს შეადგენს ვაუჩერი, რომელსაც სამი თვის განმავლობაში მიიღებენ მხოლოდ.

სამუშაო საათები ძიძებისთვის განისაზღვრება ოჯახსა და ძიძას შორის შეთანხმებით, რათა მორგებული იყოს თითოეული ოჯახის კონკრეტულ საჭიროებებზე.

თითოეულ ძიძას შეუძლია შეითავსოს 3 ბავშვის მოვლა, რაც ჯამში მის ანაზღაურებას 1500 ევრომდე გაზრდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბებია-ბაბუებსაც შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობის მთავარი წინაპირობაა, რომ მათ ჰქონდეთ ზოგადი განათლების ატესტატი და დაესწრონ ონლაინ სემინარს, რომელიც საჭირო ტრენინგს უზრუნველყოფს. ასევე აუცილებელია ცნობა სასწრაფო დახმარების ცენტრიდან, რომელიც დაადასტურებს, რომ ძიძას შეუძლია პირველადი დახმარება აღმოუჩინოს ბავშვს საჭიროების შემთხვევაში და ჯანმრთელობის ცნობა: ზოგადი ექიმისგან, ფსიქიატრისგან, დერმატოლოგისგან, ნასამართლეობის ცნობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *