Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ – რას წერს პრესას 89 წლის კაცი, რომელიც ΕΦΚΑ-სა და სასამართლოს შენობაში იარაღით შევარდა

საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ – რას წერს პრესას 89 წლის კაცი, რომელიც ΕΦΚΑ-სა და სასამართლოს შენობაში იარაღით შევარდა

საინფორმაციო მაუწყებლებს წერილი გაუგზავნა 89 წლის კაცმა, რომელიც ეფკასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს შენობაში იარაღით შეიჭრა. წერილში მოხუცებული იხსენებს მის ცხოვრებას და საუბრობს მიზეზებზე, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

მოხუცებულის განრისხების მიზეზი პასუხისმგებელი ორგანოდან გამოცემული უარი გახდა პენსიის მისაღებად შეტანილ განაცხადზე. სწეორედ ამიტომ შეიჭრა ΕΦΚΑ-ს კერამიკოსის ფილიალსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს შენობაში, რომელიც ლუკარეოსის ქუჩაზე მდებარეობს. მოხუცებულმა ცეცხლი გახსნა. გასროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

წერილში ვკითხულობთ: “ძვირფასო გამომცემლებო, დილამშივობის. დავიბადე მესინიაში 1937 წელს. ჯარში 1959 წლიდან ვმსახურობ. 1962 წელს ბერლინში წავედი სასწავლებლად და სამუშაოდ. 1970 წელს გავემგზავრე ჩიკაგოში და იქ დავსახლდი. 2005 წელს გავაკეთე განაცხადი პენსიის მისაღებად ჩიკაგოშივე, სადაც კუთვნილი პენსია 2 თვეში დამენიშნა. განცხადებას ასევე დავურთე გერმანული მონაცემებიც და 6 თვეში უკვე გერმანიის პენსიის დარიცხვაც დაიწყეს.
აღნიშნული განცხადებების პარალელურად გავაკეთე განაცხადი ბერძნულ პენსიასთან დაკავშირებითაც. ჩავაბარე სამუშაო დღეების დამადასტურებელი მოწმობა და სადაზღვეო მოწმობა. ამერიკაში მითხრეს, რომ დოკუმენტაციას გადააგზავნიდნენ საბერძნეთში, რაც დაუყოვნებლივ განხორციელდა და მომცეს გადაგზავნის დამადასტურებელი მოწმობა და გარკვეული დოკუმენტაცია. იმ დღიდან, რაც საბერძნეთში პასუხისმგებელმა ორგანომ მიიღო საბუთები ჩემს პენსიასთან დაკავშირებით დაიწყო ჩემი პრობლემებიც, როგორც ΙΚΑ-დან ასევე ბერძნული სასამართლოებიდანაც.
ΙΚΑ-ს კომიტეტმა დამიბარა და ადგილზე მისვლისას მომაყენეს შეურაცხყოფა, მიწოდეს მოღალატე და მითხრეს თუ როგორ გავბედე და მოვითხოვე საბერძნეთისგან პენსიის მიღება. შეურაცხყოფაზე მეც შეურაცხყოფითვე ვუპასუხე. გამომდინარე იქიდან, რომ ძალაუფლება მათ ხელშია ბრალი დამდეს, რომ ყალბი დოკუმენტაცია ჩავაბარე და გააკეთეს მიმართვა გერმანიაში, რომ პენსიას საბერძნეთის სახელმწიფო არ მომცემს.

საჯარო სამსახურები და სასამართლოები საბერძნეთში ყოფნის 20 წლის განმავლობაში, სადაც ამერიკული პენსიით ვცხოვრობ, რომელიც 2600 დოლარს შეადგენს, მექცევიან როგორც მიუსაფარ, უპატრონო ძაღლს. ხოდა ახლა მეც, როგორც ძაღლი, გავცოფდი და მივვარდები მათ ოფისებში და ერთ დღეს ყველას დავკბენ, რომ გაცოფდნენ ისინიც.”

მოხუცებული წერილს ხელს აწერს, როგორც “გაცოფებული” და მისი სახელისა და გვარის ინიციალებს ურთავს თან.

საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცმა 2 თავდასხმა დაგეგმა და დღეს, 28 აპრილს განახორციელა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *