Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

თანოს პლევრისი საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

თანოს პლევრისი საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ტელემაუწყებელ ERTNEWS-ზე ემიგრაციის მინისტრმა, თანოს პლევრისმა საემიგრაციო სამსახურების მუშაობის რითმზე და საემიგრაციო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა.

მინისტრი აცხადებს, რომ  კანონპროექტს, რომელიც ემიგრანტებს დაეხმარებათ კანონიერი გზით ბინადრობის მოწმობის მოპოვებაში, შემდეგ მინისტრთა სხდომაზე წარადგენს.

ინიციატივის წარდგენამდე კი აუცილებელია სამინისტრომ იმუშავოს 3 ძირითად საკითხზე, რომლებიცაა:

  1. უკვე არსებული ბინადრობის მოწმობების გადავადებასთან ან პირველად მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებების დროული განხილვა და გადაწყვეტილებების გამოცემა. აღნიშნული განცხადებების რაოდენობა 290 000-ს აჭარბებს.
    მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ვადაგასული ბინადრობის მოწმობების გაცემის საკითხს, რომელიც პრობლემურია როგორც ემიგრანტებისთვის, ასევე საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებისთვის.
  2. ქვეყანაში ლეგალურად შემოსვლისა და ცხოვრების გზების გახსნა, რათა არ მოუწიოთ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს არალეგალურად საზღვრების გადმოკვეთა.
  3. იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ თავშესაფარს აიღებენ, მიენიჭებათ უფლება დასაქმდნენ კანონიერად, რათა არ იცხოვრონ ქვეყანაში დახმარებებით.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *