Latest news
ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების დირექტორატი: უნდა დაისაჯოს ევროპის პროკურატურის მუშაობის ხელის შე... როგორც ნაგავი ისე მოისროლეს - აცხადებს 19 წლის მირტოს დედა ხაიდარი: სკოლის აივნიდან 13 წლის მოსწავლე გადავარდა და მძიმედ დაშავდა მირტოს Airbnb-იდან გაყვანის კადრების წაშლასთან დაკავშირებით ბინის მეპატრონე განცხადებას აკეთებს ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი - აცხადებს 16 წლის მოტოციკ... კალიფსო ძლიერი და ჯანმრთელი ზღვას დაუბრუნდა სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთი

ამინდი: ექსტრემალური სიცხე დღესაც გრძელდება – ტემპერატურის რეკორდულად მაღალი ნიშნული რიგ რაიონებში

უახლესი მეტეოროლოგიური მონაცემებით სიცხე, რომელიც საბერძნეთში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, დღეს პიკს აღწევს. მოსალოდნელია ექსტრემალური ამინდის პირობები და ტემპერატურის რეკორდულად მაღალი ნიშნული რიგ რაიონებში. ხანძრის საშიშროება დღეს, ოთხშაბათს, უკიდურესია თითქმის მთელ ქვეყანაში, შუადღის შემდეგ კი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ძლიერი ქარია მოსალოდნელი!

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მონაცემების მიხედვით, ოთხშაბათს ( 26/07) მოსალოდნელია, რომ ამ ზაფხულის ტემპერატურა უმაღლეს მნიშვნელობებს მიაღწევს ქვეყნის უმეტეს რეგიონებში.

მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 8,5 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება 41 °C-ზე ზემოთ ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, ხოლო დაახლოებით 120 ათასი ადამიანი 45 °C -ზე ზემოთ.

აღნიშნულია, რომ დემოგრაფიული მონაცემები ეხება თითოეული რეგიონის მუდმივ მაცხოვრებლებს, ხოლო გადაადგილება (მაგ. ზაფხულის არდადეგების გამო), რომელიც დროებით ცვლის ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას, არ არის გათვალისწინებული.

დღეს, ოთხშაბათს, ტყის ხანძრების გავრცელების ექსტრემალური საფრთხეა მოსალოდნელი მატერიკზე, კრიტზე და როდოსზე. უკიდურესად არახელსაყრელი ხანძარსაწინააღმდეგო მეტეოროლოგიური პირობების გამომწვევი მიზეზია ძალიან ცხელი და მშრალი პირობები ქარის გაძლიერებასთან ერთად.

მთლიანობაში, პირომეტეოროლოგიური პირობები დღეისთვის ხასიათდება განსაკუთრებით საშიში ტიპის ცხელი – მშრალი – ქარიანი ამინდით.

ყველაზე ექსტრემალური ხანძარსაშიში მეტეოროლოგიური პირობების მქონე ტერიტორიებია: აღმოსავლეთი ატიკა, ბეოტია, ფთიოტიდა, ევია, არგოლისი, ლაკონია და მაგნეზიის ყველაზე სამხრეთი ნაწილი. საფრთხე ასევე იქნება ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, ჩრდილოეთ ევროსში, კორინთში, აღმოსავლეთ არკადიაში, კრიტზე(ძირითადად კუნძულის დასავლეთ ნაწილში) და როდოსში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *