თაღლითები თავს ბუღალტრებად აჩვენებენ და მოხუცებულებს ფულს სძალავენ
თაღლითები თავს ბუღალტრებად აჩვენებენ და მოხუცებულებს ფულს სძალავენ
შავი აღდგომის დღე გაუთენდა ორ მოხუცებულს ლეზვოდან, რომლებსაც უცნობი პირი დაუკავშრდა, თავი ბუღალტრად მოაჩვენა და მოატყუა, რომ სააღდგომო დაფინანსება ეკუთვნოდათ.
თაღლითი 73 წლის ქალბატონს ტელეფონით დაუკავშირდა და პირადი მონაცემების გაზიარება მოსთხოვა. უფრო კონკრეტულად, თაღლითმა საბანკო ანგარიშის მონაცემები მოითხოვა და მოხუცებულს უთხრა, რომ თვითონ მოაგვარებდა სააღდგომო დახმარების დარიცხვის საკითხს.
რეალურად კი თაღლითმა მოხუცებულის ანგარიშიდან 6 000 ევროს ოდენობის თანხა 2 სხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხა.
პოლიციამ დაადგინა რომ 2 საბანკო ანგარიში, რომელზეც თანხა გადაირიცხა, ეკუთვნის 2 სხვადასხვა ბერძენ ქალბატონს, რომელთა წინააღმდეგაც სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე უკვე აღძრეს. მიმდინარეობს გამოძიება თაღლითი ბუღალტერის ვინაობის დასადგენადაც.
