Latest news
საფრთხე, რომელიც ლამაზი სანახაობის უკან იმალება გავიმარჯვე - განაცხადა მარიომ, რომელსაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა უქმე დღეები სააღდგომო არდადეგების შემდეგ ტრიკალას საავადმყოფოდან 2 პატიმარი გაიქცა ცვლილებები არასრულწლოვნებისთვის: სავალდებული ასაკის რეგისტრაცია ელ.პლატფორმებზე, თინ.პროფილები და ღა... საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი დამარცხდა როდის უბრუნდებიან სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს 13 აპრილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი დღეს კრეტა: 11 წლის ბიჭი 5 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა ფაქტები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თაღლითური დაჯგუფება მოსახლეობის მოსატყუებლად ახალ ხერხს მიმართავს

თაღლითური დაჯგუფება მოსახლეობის მოსატყუებლად ახალ ხერხს მიმართავს

საბერძეთის მოსახლეობას არაერთხელ შექმნია საფრთე თაღლითური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სხვადასხვა გზას მიმართავენ განსაკუთრებით ხანშიშესული ადამიანებისგან თანხის მისათვისებლად.

ამჯერად დაჯგუფებამ Facebook-ზე პოსტების ატვირთვა დაიწყო, რომლითაც მომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობს და წარმატების შემთხვევაში პრიზად ავტომანქანას.

თაღლითები ცნობილი ბიზნესის სახელს იყენებენ მომხმარებლების მისაზიდად. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მომხმარებლებმა პოსტის ქვეშ დატოვონ კომენტარი: @highlight, რომლითაც აღნიშნული პოსტი კიდევ უფრო მეტი ადამიანის გვერდზე გამოჩნდება. მსგავსი ტიპის მოქმედება თაღლითური დაჯგუფებებისგან ემსახურება პერსონალური მონაცემების მითვისებას. 

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მომხმარებლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *