Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ნეა პერამოს: 27 წლის ბიჭის მკვლელობა, მემკვიდრეობა და პარტნიორის მრავალსაათიანი ჩვენება

ნეა პერამოს: 27 წლის ბიჭის მკვლელობა, მემკვიდრეობა და პარტნიორის მრავალსაათიანი ჩვენება

მაფიოზური მკვლელობის საქმეს იძიებს საბერძნეთის პოლიცია და დამნაშავეების კვალზე გასვლას ცდილობს ამ დრომდე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე. 

27 წლის ბიჭი ნეა პერამოსში იპოვეს მოკლული. ახალგაზრდა ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს, 6 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი და ბოლო დღეს 10 ტყვია ესროლეს.

გამოძიება ცდილობს იპოვოს მანქანა, რომლითაც ბოროტმოქმედები გადაადგილდებოდნენ და ამოიღოს მსხვერპლის საბანკო ამონაწერი, რათა დადგინდეს მოხდა თუ არა გატაცების პერიოდში საეჭვო ტრანზაქციები.

გუშინ, 3 თებერვალს 27 წლის ბიჭის პარტნიორი დაკითხეს. დაკითხვაზე მოკლულის პარტნიორმა განაცხადა, რომ ახალგაზრდას არასდროს გამოუხატავს შიში, ან ეჭვი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მოკლულის პარტნიორი გამოძიების მთავარ ეპიცენტრშია, რადგან სწორედ მან შეატყობინა პოლიციას ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ და განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა აიძულეს მის პარტნიორს მანქანაში ჩაჯდომა.

ბოროტმოქმედები არ დაუკავშირდნენ მსხვერპლის ოჯახის წევრებს, არც რაიმე მოითხოვეს მათგან. 

მოკლულის მამა აცხადებს, რომ ბიჭის პარტნიორმა და მისმა ოჯახმა ყველაფერი კარგად იცის და ითხოვს მათ დაკითხვას საქმის დეტალების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *