თესალონიკი: გლოვა ბარში მოკლული 32 წლის პოლიციელის გამო
თესალონიკი: გლოვა ბარში მოკლული 32 წლის პოლიციელის გამო
“ის აქ არის დაახლოებით ცხრა წელი და იღებს დახმარებას ნორვეგიიდან”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები – როგორ მოხდა მკვლელობა ლუდის ბარში.
თესალონიკში, კაციმიდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც ჩანს 44 წლის ნორვიგიელი რომელმაც 32 წლის პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრა, საკმაოდ ცნობილი იყო. ის წარსულშიც ქმნიდა გარკვეულ პრობლემებს.
ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით, მთვრალი ნორვეგიელი, რომელმაც 32 წლის ახალგაზრდას დანა კისერში გაუყარა, რის შედეგადაც პოლიციელი რამოდენიმე წუთში გარდაიცვალა, ბოლო რამდენიმე წელია საბერძნეთში ცხოვრობდა და სამართალდამცავი ორგანოები მისი ქმედებებით წარსულშიც არაერთხელ დააინტერესა.
„მას სამეზობლოში კარგად იცნობდნენ. დილით ყავის დასალევად მოსული ერთი ბიჭი მას იცნობდა. დაახლოებით ცხრა წელია აქ არის და ნორვეგიიდან იღებს დახმარებას, სავარაუდოდ იქ ვერ ახერხებს თავის გატანას და აქ ჩამოვიდა“, – თქვა ბარის მახლობლად ერთ ერთმა მაღაზიის მფლობელმა. „მას პრობლემები სხვა დროსაც შეუქმნია, კონკრეტულად ერთხელ ლადადიკაში. მაშინ ამ ბიჭის მეგობარმა რომელიც ყავის დასალევად მოვიდა ის ნორვიგიელი სცემა. ის “თმიანი”, გამხდარი, ტატუირებული ბიჭია. ის ბევრს სვავს. მთვრალი იყო, მაგრამ დანა თან ჰქონდა. ამ დანას გარკვეული დანიშნულება ჰქონდა რადგან თან დაატარებდა. ეშინოდა“, – აღნიშნა მან.
ეს იყო 32 წლის პოლიციელი:
როგორ მოხდა მკვლელობა?
ეს მოხდა დილის 4:30 საათის შემდეგ, როდესაც MAT-ის პოლიციის თანამშრომლებმა – რომლთა შენობაც ბარის გვერდით არის – ყვირილი გაიგონეს, დახმარებისთვის ადგილზე მისულებმა, დააკავეს 44 წლის ნორვეგიელი, რომელმაც, როგორც აღმოაჩინეს, სასიკვდილოდ დაჭრა მათი 32 -წლის კოლეგა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც 44 წლის ნორვეგიელმა – გაურკვეველი მიზეზით შელაპარაკების გამო – პოლიციელის მეჯვარეს, რომელთანაც ის ბარში იმყოფებოდა, ჯერ ფეხში დანით დაარტყა. როდესაც 32 წლის მამაკაცი მეჯვარის დასაცავად ჩაერია, ნორვეგიელმა მას ყელში დანა დაარტყა, რის შედეგადაც პოლიციელი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცის ცხედარის ექსპერტიზის ექიმის პირველივე დასკვნებიდან ირკვევა, რომ მას ჭრილობა მარცხნივ ყელის არეში აქვს მიყენებული.
ამავდროულად, პოლიციის წყაროების ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პოლიციელი წვრილმანი მიზეზის გამო მოკლა და რამდენიმე წუთში დააკავეს, ექსტრემალურად მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დილამდე პოლიციაში ჩვენების მიცემა არ შეეძლო. დღის განმავლობაში ან ხვალ, მას პროკურატურაში, შემდეგ კი გამომძიებელთან მიიყვანენ.