Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ირაკლიო: პოლიციამ დააკავა დედა-შვილი, რომლებმაც მეცადინეობის გამო იჩხუბეს

ირაკლიო: პოლიციამ დააკავა დედა-შვილი, რომლებმაც მეცადინეობის გამო იჩხუბეს

დროებითი დაკავების საკანში აღმოჩნდა დედა, მის 16 წლის შვილთან ერთად ირაკლიოდან კვირას საღამოს ჩხუბის გამო, რომელიც შვილის აკადემიურმა მოსწრებამ, კერძოდ კი მეცადინეობის სურვილის არ ქონამ გამოიწვია.

patris.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 16 წლის ბიჭმა აგრესიული რეაგირება მოახდინა დედის გამუდმებულ საყვედურებზე რომ ემეცადინა და მას ფეხებში წიხლი ჩაარტყა.

შილის ქმედებაზე არც თუ ისე სახარბიელო რეაქცია ჰქონდა დედასაც, რომელიც 16 წლის ბიჭს ყელში სწვდა, თუმცა ბავშისთვის მას დაზიანება არ მიუყენებია.

დედა-შვილს შორის ატეხილი ჩხუბი მეზობლებმა გაიგეს და გამოიძახეს პოლიცია.

სწორედ ამიტომ ოჯახური ძალადობის მუხლის საფუძველზე პოლიციამ ორივეს განყოფილებაში, კერძოდ დროებითი დაკავების საკანში გადაყვანა ჩათვალა საჭირო. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანი მალევე გაათავისუფლეს, ხოლო 36 წლის ქალს კი გადაიყვანენ პროკურორთან დაკითხვაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *