Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ

კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ

საბერძნეთის განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიერ უკვე გავლილი სწავლის პერიოდისა და მიღებული კრედიტების აღიარებას.

აღნიშნული ცვლილების გატარება გადაწყდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა საბერძნეთში მოქმედი უცხოური უნივერსიტეტების სამი ფილიალის საქმიანობის ნებართვები და მათი სასწავლო პროგრამების აკრედიტაციები.

განათლების სამინისტროს განცხადებით, ცვლილების მიზანია სტუდენტების უფლებების დაცვა და მათი სწავლის შეუფერხებელი გაგრძელების უზრუნველყოფა, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო არც ერთ სტუდენტს აკადემიური წელი ან უკვე დაგროვილი კრედიტები არ დაეკარგოს.

სამინისტრო განმარტავს, რომ სტუდენტებმა სწავლა დაიწყეს და გაიარეს შესაბამისი პროგრამები იმ პერიოდში, როდესაც ისინი კანონიერად იყო დამტკიცებული და აკრედიტებული. შესაბამისად, სტუდენტებმა თავიანთი აკადემიური და პირადი გეგმები სახელმწიფოს ოფიციალურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბეს.

უკვე გავლილი სწავლის პერიოდისა და მიღებული ECTS კრედიტების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სასწავლო პროგრამა ხელახლა იქნება აკრედიტებული საბერძნეთის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის ორგანოს (ΕΘ.Α.Α.Ε.) მიერ.

ამ შემთხვევაში სტუდენტის მიერ წარმატებით დასრულებული სასწავლო კომპონენტებისთვის მიღებული კრედიტები სრულად ჩაითვლება სწავლის გაგრძელებისა და დასრულებისთვის, ასევე დიპლომის ან ხარისხის მისაღებად.

რეგულაციის მთავარი მიზანია, რომ სტუდენტებმა, რომლებმაც სწავლა კეთილსინდისიერად დაიწყეს მოქმედი სახელმწიფო ნებართვებისა და აკრედიტაციების საფუძველზე, უკვე დახარჯული დრო და მიღებული აკადემიური კრედიტები არ დაკარგონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *