Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ლამია: ახალგაზრდამ აფექტურ მდგომარეობაში ქუჩაში გაჩერებული მანქანების შუშები დალეწა და ნაგვის ყუთები ამოაყირავა

ლამია: ახალგაზრდამ აფექტურ მდგომარეობაში ქუჩაში გაჩერებული მანქანების შუშები დალეწა და ნაგვის ყუთები ამოაყირავა

აურზაური გამოიწვია ახალგაზრდამ, რომელმაც აფექტურ მდგომარეობაში ქუჩაში გაჩერებულ ავტომანქანებს ჩაულეწა მინები და ნაგვის ყუთები ამოაყირავა.

განრისხებული ახალგაზრდა იგინებოდა და ყვიროდა უმისამართოდ.

“ხმაურის გაგონებაზე გარეთ გამოვცვივდით, რომ გვენახა რა ხდებოდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ მძღოლებს შორის ატყდა ჩხუბი, მაგრამ გარეთ სხვა სურათი დაგვხვდა. ახალგაზრდას ხელში ჯოხი ეჭირა, ყვიროდა და მძღოლებს ემუქრებოდა. შემდეგ დელივერს აედევნა საცემად, თუმცა ვერ დაეწია. ბოლოს ტანზე გაიხადა და ავტომანქანის საქარე მინა დალეწა. სწორედ ამ დროს მოვიდა პოლიციაც და დააკავეს. ეს ქაოსი პატარა ბავშვების თვალწინ ხდებოდა. როგორც ჩანს ახალგაზრდა ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *