Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

მარია სოლომუ ალევრასა და კალუტაზე საუბრობს

მარია სოლომუ ალევრასა და კალუტაზე საუბრობს

მარინა სოლომუმ ევროვიზიის წლევანდელ წამყვანებზე თანასის ალევრასთან და ზერომ კალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მსახიობმა მისი კოლეგები და ამავდროულად მეგობრები დაიცვა და განაცხადა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ისინი უსამართლოდ განიკითხა და უმეტესობა მობილიზებული იყო ხაზი გაესვა მათი შეცდომებისთვის და არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ძალიან რთულია იყო პირდაპირ ეთერში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ისეთ დიდ კონკურსს როგორიც ევროვიზიაა.

“რამდენიმე კამერა მობილიზებული იყო იმაზე, რომ ხაზი გაესვათ თუ როგორი ცუდები იყვნენ ტელეწამყვანები, ძალიან გავბრაზდი! მათ, ვისაც წლებია ტელეეკრანებზე ვხედავთ, შეცდომა არასდროს დაუშვიათ?! ყველა უშეცდომოა? რამე სისულელე არ უთქვამთს? ბოდიში არ მოუხდიათ?  საუბარი გვაქვს ორ ადამიანზე, რომლებიც არიან ხელოვანები, მათი საქმე არ არის ტელეწამყვანობა, უბრალოდ ამ როლს პატივისცემისა და ქვეყნის სიყვარულისთვის დათანხმდნენ. მაგრამ ტელემაყურებლებმა მათზე ამოიღეს ყველა ბრაზი და უბედურება, რაც გულში ჰქონდათ დაგროვილი. ერთი შეცდომა დაუშვეს.. რა ვქნათ?! ძალიან რთულია გაუძღვე ასეთ დიდ კონკურსს, პირდაპირ ეთერში, მაშინ, როცა მილიონობით ადამიანი გიყურებს!”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *