Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
Uncategorized

მაღნისია: რა გახდა გასტრიტის ეპიდემიის გავრცელების მიზეზი და როდის აღმოიფხვრება პრობლემა

მაღნისია: რა გახდა გასტრიტის ეპიდემიის გავრცელების მიზეზი და როდის აღმოიფხვრება პრობლემა

ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით გასტრიტის შემთხვევების მაჩვენებელი პიკს აღწევს მაღნისიაში. ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი წყალმომარაგების მილის დაბინძურებაა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სასმელი წყალი შეიცავს სალმონელას ბაქტერიას. 

სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

სალმონელას ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრიდან 8-72 საათის შემდეგ აღინიშნება ფაღარათი, მუცლის სპაზმები და სიცხე. ზოგიერთ შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათამ შესაძლოა იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 

მაგნეზიის რეგიონალური ერთეულის ჯანმრთელობის კონტროლისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა ΕΟΔΥ-სთან თანამშრომლობით აიღო წყლის სინჯები წყალმომარაგების პუნქტებიდან, აღებულ იქნა ნიმუშები ჭაბურღილების და წყალსაცავებიდანაც. ნიმუშები გაიტესტება თესალიაში და სრული შედეგები გამოქვეყნდება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *