Latest news
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 
ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მთავარ გზებზე 388 ახალი კამერა დამონტაჟდა 

მთავარ გზებზე 388 ახალი კამერა დამონტაჟდა 

ათენში საგზაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად 100 გზაჯვარედინზე 388 ახალი საგზაო კამერა დამონტაჟდა. მათი მთავარი დანიშნულება წითელ შუქზე მოძრაობის დარღვევების ავტომატური დაფიქსირება და მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაა.

კამერები შუქნიშნამდე რამდენიმე მეტრით ადრეა განთავსებული და ავტომობილის სანომრე ნიშანს მაშინ აფიქსირებს, როდესაც მძღოლი წითელ შუქზე კვეთს გზაჯვარედინს. ინფორმაცია ავტომატურად იგზავნება საბერძნეთის პოლიციის ელექტრონულ სისტემაში, რის შემდეგაც ჯარიმა მძღოლს ელექტრონულად ეგზანება.

ამ ეტაპზე სისტემა მხოლოდ წითელ შუქზე მოძრაობის დარღვევას აკონტროლებს, თუმცა მომავალში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით აღჭურვილი „ჭკვიანი“ კამერები სიჩქარის გადაჭარბებას, საჭესთან მობილური ტელეფონის გამოყენებას, უსაფრთხოების ღვედის არგაკეთებას, ავტობუსის ზოლის უკანონოდ გამოყენებას, ასევე დაუზღვეველ და ტექნიკური ინსპექტირების გარეშე მოძრავ ავტომობილებსაც გამოავლენს.

საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ახალი სისტემის მთავარი მიზანი ჯარიმების გაზრდა კი არა, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *