Latest news
სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას
ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მხოლოდ მიწისძვრას შეეძლო გამოეწვია ასეთი ნგრევა

მხოლოდ მიწისძვრას შეეძლო გამოეწვია ასეთი ნგრევა

ალკმინის 22 ნომერში მდებარე კორპუსის ჩამონგრევიდან მეორე დღეს პეტრალონას მაცხოვრებლები გაოცებას და შიშს გამოხატავენ და აცხადებენ, რომ დაუჯერებელია გვერდით კორპუსში სარემონტო სამუშაოებს ამხელა კატასტროფა გამოეწვია.

შენობის ნანგრევები ამჟამადაც დაკვირვების ქვეშაა, ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია და სპეციალისტები იკვლევენ ნგრევის მიზეზებს. 

კაცი, რომელმაც თავად იხილა თუ როგორ ჩამოინგრა შენობა, იხსენებს შემზარავ მომენტს და აცხადებს, რომ თავიდან ეგონა მიწისძვრა იყო: “ჯერ მსხვრევის ხმა შემომესმა, ფანჯრების შუშები ჩაიმსხვრა. შემდეგ კორპუსმა ზემოდან დაიწყო ჩამოშლა. ვიფიქრე მიწისძვრა იყო, დავუძახე გარშემომყოფებს: “მიწისძვრაა, შეხედეთ ფანჯრების მინები იმსხვრევა, კონდიციონერები, აივნიები იშლება..” დიდი დრო არ დასჭირვებია კორპუსის მიწასთან გასწორებას.. 20 წამი ალბათ. ბოლოს ჰაერში მტვერიღა ჩანდა.. გარეთ გამოვცვივდით, ყველა ყვიროდა. თითქოს ქვიშაზე იყო აშენებული ეს კორპუსი.”

როგორც თვითმხილველი აცხადებს აღნიშნული კორპუსი 1970 წელს აშენდა: “ამ კორპუსის ქვეშ გარაჟებისთვის და სარდაფებისთვის საძირკველი გათხარეს. რამდენადაც ვიცი საძირკველი 3 მეტრი ჰქონდა კორპუსს, ამათ კიდევ 6 მეტრის სიღრმეზე გათხარეს, შემდეგ ბეტონი ჩაასხეს გასამაგრებლად, მაგრამ იმხელა სიმძიმე აწვებოდა, რომ ბეტონი დაიძრა და მიწამ წაიღო. პეტრალონაზე კორპუსებს უკვე მიწა და წყალი აქვს შემდგარი.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *