Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს

ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს

2026 წლის 25 ოქტომბერს, კვირას, საბერძნეთში ზაფხულის დრო დასრულდება და საათის ისრები ერთი საათით უკან გადაიწევს.

კერძოდ, ღამის 04:00 საათზე საათი 03:00-ზე უნდა გადავაყენოთ, რის შედეგადაც ერთი საათით მეტის გამოძინებას შევძლებთ.

საათის სეზონური ცვლილება ევროკავშირის მასშტაბით მოქმედი წესის ნაწილია. გაზაფხულზე საათს ერთი საათით წინ წევენ, შემოდგომაზე კი კვლავ უკან აბრუნებენ. თავდაპირველად ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს დღის სინათლის უკეთ გამოყენება და ენერგიის დაზოგვა წარმოადგენდა.

საბერძნეთში ზაფხულის დრო პირველად საცდელად 1932 წელს გამოიყენეს. თუმცა ბოლო წლებში საათის ცვლილების პრაქტიკა არაერთი დისკუსიისა და კრიტიკის საგანია. მისი მოწინააღმდეგეები მიუთითებენ კვლევებზე, რომლებიც დროის ცვლილებას ადამიანის ბიოლოგიური რიტმის დარღვევასა და ჯანმრთელობის გარკვეულ რისკებთან აკავშირებს, ასევე სადავოდ მიიჩნევენ დღეს ენერგიის რეალური ეკონომიის საკითხს.

ამრიგად, 25 ოქტომბერს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავა და საათები ერთი საათით უკან გადაიწევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *