Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

რატომ უწოდებენ 15 აგვისტოს ზაფხულის აღდგომას

რატომ უწოდებენ 15 აგვისტოს ზაფხულის აღდგომას

15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, საბერძნეთში ზაფხულის აღდგომას უწოდებენ. მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ღვთისმშობლის მიძინებასა და ზეცად ამაღლებას ეძღვნება.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის აღნიშვნის პირველი ცნობები V საუკუნეს უკავშირდება. თავდაპირველად იგი იერუსალიმში 13 აგვისტოს აღინიშნებოდა, ხოლო დაახლოებით 460 წლიდან თარიღი 15 აგვისტოზე გადაიტანეს.

მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ღვთისმშობელმა გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ანგელოზისგან შეიტყო მისი აღსასრულის შესახებ. მოციქულები მის გვერდით შეიკრიბნენ და მისი გარდაცვალების შემდეგ იგი გეთსიმანიის ბაღში დაკრძალეს. სამი დღის შემდეგ საფლავთან მისულმა მოციქულმა თომამ მხოლოდ სუდარა აღმოაჩინა. ეკლესიური გადმოცემით, ეს ღვთისმშობლის აღდგომასა და ზეცად ამაღლებაზე მიუთითებს.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს წინ უძღვის 15 დღიანი მარხვა, რომელიც 1 აგვისტოს იწყება. ამ პერიოდში ეკლესიებში ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სავედრებელი ლოცვები „პარაკლისები“ აღევლინება.

საბერძნეთში 15 აგვისტო განსაკუთრებით აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაული ღვთისმშობლის სიკვდილს უკავშირდება, ის გლოვის დღედ არ მიიჩნევა. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, ღვთისმშობელმა სიკვდილით კი არ დაასრულა სიცოცხლე, არამედ „ცხოვრებაში გადავიდა“.

სწორედ ამიტომ 15 აგვისტოს ზეიმი აღდგომის მსგავსად სიხარულთან, სიცოცხლესთან და ღვთისმშობლის ზეცად გადასვლასთან არის დაკავშირებული, რის გამოც მას „ზაფხულის აღდგომას“ უწოდებენ.

დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნება მთელ საბერძნეთში: ტინოსზე, პაროსზე, პატმოსზე, კრეტაზე, ლეზვოსზე, კეფალონიასა და სხვა კუნძულებსა და რეგიონებში. ტაძრებთან იმართება რელიგიური მსვლელობები, ტრადიციული დღესასწაულები და სახალხო ზეიმები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *