კარდიცა: 17 წლის ბიჭს მომღერალი ღიორღოს ციტოღლუს მკვლელობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
კარდიცა: 17 წლის ბიჭს მომღერალი ღიორღოს ციტოღლუს მკვლელობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
კარდიცის არასრულწლოვანთა სასამართლომ 17 წლის ბიჭს ცნობილი ადგილობრივი მომღერლის, ღიორღოს ციტოღლუს მკვლელობისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ, პროკურორის რეკომენდაციის საფუძველზე, მეორე ბრალდებული, 16 წლის მოზარდი, უდანაშაულოდ ცნო, რომელსაც მკვლელობაში თანამონაწილეობა ედებოდა ბრალად. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ღიორღოს ციტოღლუ 22 მარტს, კვირას დილით, კარდიცის კამინადესის რაიონში საკუთარ საცხოვრებელში დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, მას სახლში ორი ახალგაზრდა ესტუმრა. მათ შორის მომხდარი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა, რა დროსაც მომღერალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
შემთხვევის შემდეგ ორივე ახალგაზრდა ადგილიდან მიიმალა. უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებმა კი პოლიციას მათ იდენტიფიცირებასა და დაკავებაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.
