როდიდან ვეღარ შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები ძველი პირადობებით მოგზაურობას
როდიდან ვეღარ შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები ძველი პირადობებით მოგზაურობას
2026 წლის ზაფხულიდან საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ახალ ID ბარათებს, ვეღარ შეძლებენ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში ძველი პირადობებით.
როგორც ციფრული მმართველობის მინისტრმა, დიმიტრის პაპასტერღიუმ განმარტა, უსაფრთხოების დაბალი დონის გამო, ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობისთვის აღარ იქნება აღიარებული ძველი ტიპის პირადობის მოწმობები, რომლებიც 1960-იანი წლების სპეციფიკაციებს ეფუძნება.
ამავდროულად, სრულად ინერგება პირადი ნომერი (P.A.), რომელიც სახელმწიფოსთან ყველა ტრანზაქციის დროს მოქალაქის იდენტიფიკაციის ძირითადი საშუალება იქნება და თანდათანობით ჩაანაცვლებს საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერს და სოციალური დაზღვევის ნომერს.
პირადი ნომრის საწყის ინიციალებს 5 ნოემბრამდე ირჩევენ საბერძნეთის მოქალაქეები და ქვეყანაში ლეგალურად მყოფი ემიგრანტები, ხოლო 5 ნომებრიდან კი მათ ავტომატურად მიენიჭებათ კონკრეტული პირადი ნომერი, რომლის დაბოლოებაც იქნება ΑΦΜ.
ამ დროისთვის არსებული სტატისტიკის მიხედვით პირადი ნომერი უკვე აღებული აქვს 1,3 მილიონ ადამიანს, ხოლო 6 ნოემბრიდან უკვე დაიწყება პირადი ნომრების ავტომატური მინიჭება.
