Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რომელ სტრუქტურებს უნდა შეატყობინოთ პირადობის მოწმობის გამოცვლის შესახებ

რომელ სტრუქტურებს უნდა შეატყობინოთ პირადობის მოწმობის გამოცვლის შესახებ

ევროპული რეგულაციის მიხედვით საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ გეგმავენ მოგზაურობას 3 აგვისტომდე აქვს ვადა ჩაანაცვლონ ძველი პირადობის მოწმობები ახალი ID ბარათებით.

ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოასწრებენ პირადობის მოწმობების შეცვლას, შეძლებენ მხოლოდ პასპორტით მოგზაურობას. 

ახალ პირადობის მოწმობებს 10 წლის ვადით გასცემენ. 

როგორც კი პირადობის მოწმობას ID ბარათით ჩაანაცვლებთ უნდა შეატყობინოთ:

  • ბანკებს, რომლების კლიენტიც ხართ
  • თქვენს დამსაქმებელს
  • სადაზღვეო კომპანიებს როგორც ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ასევე ავტომანქანის, სიცოცხლის და საცხოვრებლის.
  • სატელეფონო კომპანიას
  • ელ.ენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მომწოდებელ კომპანიებს
  • ელ. გადახდების ცენტრებს (Viva Wallet, Revolut..) 

პოლიციის განყოფილება, რომელიც პირადობის მოწმობას გასცემს, ავტომატურად ატარებს თქვენს ახალ პირადობას საჯარო რეესტრში, შესაბამისად არ იქნება იმ სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება საჭირო, რომლებიც საჯარო რეესტრს უკავშირდებიან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *