Latest news
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 
ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

საბერძნეთი: რა ბედი ეწევათ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ვერ მიიღებენ

საბერძნეთი: რა ბედი ეწევათ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ვერ მიიღებენ

საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრის განცხადების თანახმად 2025 წელს კრეტაზე დაახლოებით 19 000–20 000 არალეგალური მიგრანტი ჩავიდა. მთავრობის მიზანია, რომ მიმდინარე წელს ეს რაოდენობა იგივე დონეზე შენარჩუნდეს, ხოლო აღმოსავლეთ ეგეოსის მიმართულებით მიგრაციული ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიბიაში დაახლოებით 500 000 მიგრანტი იმყოფება, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. მისი თქმით, მაისის პირველ ნახევარში კუნძული კრეტასკენ დაახლოებით 1 200 არალეგალური ჩასვლა დაფიქსირდა, თუმცა პირველად განხორციელდა 530 ადამიანის შეჩერებაც, რაც ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილთან თანამშრომლობის ნიშნად შეფასდა.

პლევრისმა განმარტა, რომ კრეტას მიმართულებით მიგრაციის შეკავება უფრო რთულია, ვიდრე ეგეოსის ზღვაში, რადგან საერთაშორისო წყლებში აღმოჩენილი გემების კონტროლი რთულ პროცედურებს უკავშირდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირაკლიოში მიგრანტთა ცენტრისთვის შესაბამისი ადგილის მოძიება სერიოზულ პრობლემად რჩება. სამინისტროს მიერ შეთავაზებული რამდენიმე ადგილი უკვე უარყოფილია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და არ არსებობს ალტერნატიული წინადადებებიც. მინისტრის თქმით, თუ ახალი ცენტრები არ აშენდება, მიგრანტების ნაკადის მართვა პორტშივე იქნება საჭირო, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

იქვე დასძინა, რომ ხანიას ადგილობრივი ხელისუფლება სამინისტროსთან სრულიად თანამშრომლობს, რაც ხელს უწყობს ემიგრანტების ნაკადის სწორად რეგულირებას. 

ევროკავშირის ახალი მიგრაციული შეთანხმების შესახებ საუბრისას თანოს პლევრისმა აღნიშნა, რომ ამჟამად თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ მხოლოდ 20% დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში. ახალი კანონმდებლობის მიხედვით:

  • პირები, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი არ ეკუთვნით, დარჩებიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
  • პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადები მაქსიმუმ 12 კვირის ვადაში განიხილება;
  • მესამე ქვეყნებზე ზეწოლა გაძლიერდება მოქალაქეების დაბრუნების მიზნით.

გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ ხუთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია, დანია და ნიდერლანდები, შეთანხმდნენ ევროკავშირის გარეთ დაბრუნების ცენტრების შექმნაზე. ამ ცენტრებში გადაიყვანენ იმ პირებს, რომელთა სამშობლოში დაუყოვნებლივი დაბრუნება შეუძლებელია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *