Latest news
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 
ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ხანძარსაწინააღმდეგო პერიოდი ქვეყანაში 1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება

საბერძნეთი: ხანძარსაწინააღმდეგო პერიოდი ქვეყანაში 1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება

ქვეყანაში ყოველწლიურად ხანძრის შედეგად ათობით და ასობით დაზარალებულის ბედის გაზიარებისგან თავის დასაცავად ქვეყანა წელსაც ხანძარსაწინააღმდეგო პერიოდს 1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით აამოქმედებს.

მოქალაქეთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საბერძნეთის კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ დაიწყო ახალი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ტყის ხანძრების პრევენციასა და მათი გავრცელების თავიდან აცილებას ემსახურება. კამპანია ხორციელდება მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სეზონის ფარგლებში.

სამინისტროს განცხადებით, კამპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მიწის ნაკვეთებისა და ღია სივრცეების გაწმენდაზე. კერძოდ, გამხმარ ბალახზე, ტოტებსა და ნარჩენებზე, რომლებიც ხანძრის გავრცელებისთვის ერთგვარ „საწვავად“ იქცევა. რეგულარული დასუფთავება ამცირებს ე.წ. საწვავი მასალის რაოდენობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხანძრის გაჩენისა და გავრცელების რისკს.

საინფორმაციო გზავნილები ვრცელდება როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ისე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტრო მოქალაქეებსა და პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ უსაფრთხოების ზომების განხორციელებაში. სამინისტროს თქმით, ეს არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ პასუხისმგებლობის გამოხატულება ადამიანების სიცოცხლის, ქონებისა და ბუნებრივი გარემოს დასაცავად.

ასევე შეგახსენებთ, რომ დასუფთავების სამუშაოების დასრულებისა და შესაბამის პლატფორმაზე პასუხისმგებლობის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი. გარდა ამისა, ტერიტორიების მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია მთელი ხანძარსაწინააღმდეგო სეზონის განმავლობაში, რომელიც 31 ოქტომბრამდე გრძელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *