Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთიUncategorized

სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა

სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა

სალონიკში იორკის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი (University of York Europe Campus) 2026–2027 სასწავლო წლიდან იწყებს ახალ საბაკალავრო პროგრამას სამართალმცოდნეობაში — „ბერძნული სამართალი ინგლისური სამართლის ელემენტებით“.

პროგრამა ძირითადად ბერძნულ ენაზე წარიმართება და სტუდენტებს სთავაზობს როგორც ბერძნული სამართლის სიღრმისეულ შესწავლას, ისე ინგლისური საერთო სამართლის (Common Law) საფუძვლებს. კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ იორკის უნივერსიტეტის დიპლომს, რომელიც საბერძნეთში სრულად არის აღიარებული და უზრუნველყოფს იურიდიული კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას როგორც საბერძნეთში, ისე ინგლისში.

პროგრამა საშუალებას აძლევს მსურველებს, გაიარონ პროცედურები ინგლისში ადვოკატის ლიცენზიის მისაღებადაც.

სწავლა უნივერსიტეტში დაიწყება 2026 წლის ოქტომბერში. სარეგისტრაციო პლატფორმა მსურველებისთვის უკვე ღიაა.

უნივერსიტეტი არის საბერძნეთში ლიცენზირებული, არაკომერციული საგანმანათლებლო დაწესებულება და წარმოადგენს იორკის უნივერსიტეტის ევროპულ ფილიალს. სწავლება მიმდინარეობს პრაქტიკული იურიდიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდებით, მათ შორის სასამართლო სიმულაციებითა და სასამართლო ინსტიტუტებში ვიზიტებით.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *