Latest news
23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება ევროპელი პროკურორების ასოციაცია: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს ბერძენ კოლეგენს ΟΠΕΚΕΠΕ-ის საქმის მს...
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი: მოსწავლეებმა სკოლაში ხანძარი გააჩინეს

სალონიკი: მოსწავლეებმა სკოლაში ხანძარი გააჩინეს

პარასკევს, 23 იანვარს სალონიკში, კერძოდ ევკარპიაში მდებარე სკოლაში ხანძარი გაჩნდა.

thestival.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლი 4 საკლასო ოთახს ერთდროულად მოედო. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სკოლაში ხანძარი მოსწავლეებმა გააჩინეს.

დამწვარი შენობის ფოტოები პავლოს მელასის მუნიციპალიტეტის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ელენა ლადოპულუმ, პირად გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სკოლის შენობას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. დამწვარია დერეფნები, მერხები, ჭერი და ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები. 

“ვდავარ სკოლის წინ, რომელიც გუშინ დაიწვა.
ჩამსხვრეული მინები, განადგურებული საკლასო ოთახები, პოლიცია, სახანძრო მანქანები. სრული კატასტროფა.
ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ ხანძარი უცხო ადამიანებს არ გაუჩენიათ.
ვცდილობ შესაბამისი სიტყვებით გადმოვცე ის რასაც ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვახერხებ. სიბრაზე? განრისხება? იმდეგაცრუება? სირცხვილი? როგორ შეიძლება საკუთარი სკოლა დაწვა? ადგილი, რომელიც განათლებას გაძლევს, გიცავს, რომლის შენარჩუნებისთვის თანხას თითოეული ჩვენგანი იღებს.
ეს არ არის რევოლუცია, არც მაგარი ბიჭობა. ეს მორალურად დაცემის ტოლფასია. დამწვარი სკოლა არ არის უბრალოდ ფუნქცია დაკარგული შენობა. დამწვარი სკოლა არის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება.
საზოგადოებას ამაზე თვალის დახუჭვა არ შეუძლია. აღნიშნულ ქმედებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება. რადგან თუ საკუთარი სკოლების დაწვას დავიწყებთ აღარ უნდა გაგვიკვირდეს იმ მომავალში ცხოვრება, რომელსაც განათლების გარეშე დარჩენილი საზოგადოება გვიმზადებს.” – აცხადებს ელენი ლადოპულუ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *